კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

16 აპრილი, 2018
 
20 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, აკ. გახოკიძის 11ა) გაიმართება ქალი მსჯავრდებულების მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე გაყიდული ნაკეთობების საფასური მსჯავრდებულებს თავიანთ ანგარიშზე დაერიცხებათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში დაასრულა არტ-თერაპიის ოთხთვიანი პროექტი. 

პროექტი მოიცავდა თიხაზე მუშაობის პროგრამას, ადამიანის უფლებათა ცენტრის არტ-ტრენერისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. პროგრამაში მონაწილე მსჯავრდებულების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა, ქცევა და ინტერესი. 

პროექტის ფარგლებში თიხის სპეციალისტმა პროექტის ბენეფიციარებს შეასწავლა თიხაზე მუშაობა - კერამიკული ნაკეთობების მომზადება და გამოწვა სპეციალურ ღუმელში. პროგრამაში მონაწილეობდა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელმაც ასევე შეისწავლა თიხაზე მუშაობა და პროექტის დასრულების შემდეგ, გაუძღვება არტ-თერაპიის კურსს.

პროექტის მიმდინარეობისას პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა თიხის გამოსაწვავი ღუმელი, თიხის ამოსაყვანი მოწყობილობა - დგინი, ერთი წლის სამუშაოსთვის სამყოფი თიხა, კერამიკული საღებავები და სხვა ნივთები, რაც საჭიროა არტ-თერაპიის ხანგრძლივი ვადით გასაგრძელებლად.

პრესრელიზი მომზადდა პროექტის ფარგლებში - „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი ამბები