კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს თავს დაესხნენ

17 მაისი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

16 მაისს,  გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. როგორც humanrights.ge-ის ადგილობრივებმა განუცხადეს, სამეფო დარბაზის კარს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს. სამეფო დარბაზს ნატყვიარის გარდა აქვს წარწერა -„იწამეთ ღმერთი ჩვენი". 

როგორ humanrights.ge -ს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, მომხდარზე   გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის ის პირველი ნაწილით (რაც რელიგიურ საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს) და 187–ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვის ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია) მიმდინარეობს. 

ეს შემთხვევა გორში,  იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის, პირველი  არ არის. ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი მომხდარს გამოეხმაურა და შსს-ა და პროკურატურას მოუწოდებს, რომ მომხდარ ფაქტზე ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით.

,,მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ჯეროვნად გამოიძიონ ჩადენილი დანაშაულები, გამოკვეთონ რელიგიური სიძულვილის ნიშანი და ამ ნიშნით დისკრიმინაცია, დაადგინონ დამნაშავეები და განსაზღვრონ პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა. რეაგირების არქონა და დამნაშავეების დაუსჯელობა წაახალისებს მსგავსი ტიპის ქმედებებს, რამაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს მომავალში", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

ახალი ამბები