კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტების შესწავლას მოითხოვს

23 მაისი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეს. 

სიუჟეტში ცალსახად და დადასტურებულად იკვეთება ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ, გამოქვეყნებული ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი დანაშაულის შემდეგ, სიუჟეტში ნახსენები პირები აქტიურად ცდილობდნენ, გაენადგურებინათ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც. 

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მძიმე დანაშაულის შესახებ, სიუჟეტში ნახსენებმა პირებმა დამალეს დანაშული. უფრო მეტიც - ცდილობდნენ გადაემალათ დანაშაულის ჩამდენი პირები, მათი პასუხისგებიდან არიდების მიზნით.

მ.კ.-ს სახლთან არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიდან ნათლად დასტურდება, რომ  შემთხვევის შემდეგ პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იმყოფებოდა მ.კ.-ს ოჯახში. მას შემდეგ, რაც იგი ტოვებს ამ ოჯახს, დაახლოებით ერთ წუთში ეზოდან გადის ავტომანქანა, რომელშიც მ.კ. და ერთ-ერთი ბრალდებული იმყოფებიან. აღნიშნული ადასტურებს მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობას დამნაშავე პირების დამალვასა და პასუხისმგებლობის მათთვის არიდების გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში.

კიდევ ერთი პირი, რომლის სავარაუდო მონაწილეობაც იკვეთება აღნიშნულ საქმეში გიორგი თურქიაა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი. მისი ავტომანქანაც არაერთხელ ფიგურირებს კადრებში. 

აღსანიშნავია, რომ 22 მაისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადებას, რომლის თანახმად, სიუჟეტში ნახსენები ფაქტი, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. პროკურატურა განცხადებაში განსხვავებულ ინტეპრეტაციას აძლევს მირზა სუბელიანის ყოფნას მ.კ-ს სახლში - „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა“. 

პროკურატურის ასეთი წინასწარი დასკვნის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი მარტო ტოვებს მ.კ.-ს ოჯახს, ერთ წუთში კი ეზოდან ავტომანქანა გამოდის, რომელშიც მ.კ. და ერთ-ერთი ბრალდებული მიმალვის მიზნით იმყოფებიან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გარდაცვლილი დავით სარალიძის მამამ - დაზარალებულმა ზაზა სარალიძემ წერილობით მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, სასწრაფო რეაგირება მოახდინოს „შაბათის კურიერში“ გასულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, ობიექტურად შეისწავლოს „რუსთავი 2“-ის მიერ გაშუქებული ფაქტები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ახალ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები