კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის განხილვა განაახლა

27 მაისი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მაისის თვის დასაწყისში პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცა 12 მაისის მოვლენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდებოდა.

„ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი და რა ვადებში იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე დავასრულოთ უკვე კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი. მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, პირველ რიგში, უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერება, შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად  უნდა შევჯერდეთ პრინციპებზე-ეს არის ამოცანა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. მისი თქმით, შესაძლოა, ნარკოპოლიტიკის საკითხზე შიდა რეიტინგული კენჭისყრა გაიმართოს. ზოიძის განცხადებით, კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ მიმართულებით. 

„გამსაღებელთა მიმართ სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით. ამოქმედდება ბერკეტები, რომლებიც ამ გადინებას შეაჩერებს. მცირე ოდენობით მოხმარებისთვის იქნება ადმინისტრაციული სასჯელი“, - განაცხადა ზოიძემ.

„დღეს მსჯელობა იმაზე კი არ უნდა მიმდინარეობდეს, ნარკოპოლიტიკა გვაქვს თუ არა ეფექტური ან არაეფექტური, არამედ უნდა მიმდინარეობდეს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ იმ მიმართულებით, რომ ბრძოლაც ეფექტური იყოს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, ეფექტური რეაბილიტაციის პროგრამები იყოს შეთავაზებული მომხმარებლისთვის, მაგრამ ქართულ ოცნებაში არ არსებობს არანაირი კოორდინაცია, გააზრება და ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირეს დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქაცარავამ. შესაბამისად, თითქმის ერთი წელია, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი იხილება, რადგან ამ დრომდე კანონპროექტის მიღება პარლამენტმა არაერთხელ გადადო. მთავარი კანონმდებელი კი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ივნისის ბოლოს საკანონმდებლო ორგანო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას დაასრულებს.

ახალი ამბები