00:55, Wednesday, 20.03.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

24.05.2018

 
14-18 მაისს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების სერია გაიმართა. 

შეხვედრები შეეხებოდა არასამთავრობო სექტორსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე სასამართლო დგას გამოძიების წარმოებისას სხვადასხვა ქვეყნებში. 

შეხვედრებს ესწრებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორი, ასევე პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვა სექციების წარმომადგენლები, ხოლო არასამთავრობო სექტორის მხრიდან რომის სტატუტი წევრი სახელმწიფოებიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საქართველოდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს’’, ადამიანის უფლებათა ცენტრის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და „საერთაშორისო სამართლიანობის“ წარმომადგენლები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმდინარე გამოძიებასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სასამართლოს ადგილობრივი ოფისის გაძლიერებისა და დამატებითი რესურსით, მათ შორის, ადამიანური რესურსებით აღჭურვის აუცილებლობაზე, ასევე აქტიური საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესში მათ უფლებებთან დაკავშირებით. ამასთან, ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოუწოდეს დაზარალებულთა ნდობის ფონდს საქართველოში განახორციელონ მხარდაჭერის პროგრამები ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარების მიზნით. 

მრგვალი მაგიდის შეხვედრებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ დანიშვნა განამტკიცებს თუ არა მართლმსაჯულებას?
დიახ არა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC