კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტიუმენის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობა ეჭვს იწვევს

30 მაისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 მაისს გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ  პრესკონფერენციაზე, ირმა პაპიძემ   გორის მუნიციპალიტეტის მერს ახალი ბრალდება წაუყენა. პაპიძეს ეჭვი აქვს, რომ გორის მერმა მისი წარმომადგენელი ვერხვები–კვერნაქის დასახლებაში ყალბი დიპლომით დანიშნა. პაპიძის თქმით,  ამ ეჭვებს რამდენიმე გარემოება კიდევ უფრო მეტად უდასტურებს. მათგან უპირველესად ის, რომ დიპლომს განათლების სამინისტროსთან არსებული აღიარების კომისიის დასკვნა არ ახლავს. არსებული რეგულაციების მიხედვით, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომებს სწორედ კომისიის აღიარება უნდა ახლდეს.

,,დიდი ალბათობით ჩნდება ეჭვები, რომ დიპლომი ყალბია და ამას ადასტურებს რამდენიმე გარემოება. უმთავრესად კი დიპლომზე აღმოჩენილი სტილისტურ–ტექნიკური ხასიათის შეცდომები. ასევე, არ იკითხება დიპლომზე მოცემული გერბი კარგად. მე დამოუკიდებლად დავიწყე ფაქტის მოკვლევა, მივწერე ტიუმენის უნივერსიტეტს დიპლომის მონაცემები და აღების დრო, საიდანაც მიპასუხეს, რომ ასეთი მონაცემებით დიპლომი არ გაცემულა, თუმცა დეტალური ძიება ვეღარ გავაგრძელე, რადგან ის პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა. ამ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია, გაგზავნოს ოფიციალური წერილი ტიუმენის უნივერისტეტში და მიიღოს პასუხი, ან მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რომელიც დადებს დასკვნას ნამდვილია თუ არა მერის წარმომადგენლის დიპლომი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ირმა პაპიძემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დიპლომი ავთენტურია, ხოლო ვისაც მის  ნამდვილობაში ეჭვი ეპარება,  მოუწოდებენ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. თავად მერის წარმომადგენელის, ინგა იმერლიშვილის განცხადებით, მისი დიპლომის ნამდვილობა საჯარო სამსახურის ბიურომ აღიარა,  თუმცა პაპიძის განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიურო არ სწავლობს დიპლომის ავთენტურობის საკითხს. ინგა იმერლიშვილმა კი, ეჭვების გასაფანტად, განათლების სამინისტროსთან არსებულ აღიარების კომისიას უკვე მიმართა.

,,არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, ეს ბრალდებები აბსურდია, მივმართე აღიარების კომისიას და დაელოდეთ პასუხს”, - აცხადებს ინგა იმერლიშვილი.

ვერხვები–კვერნაქის დასახლებაში მერის წარმომადგენლად იმერლიშვილის გარდა კიდევ რამდენიმე პირმა შეიტანა განცხადება, მათ შორის იყო ირმა პაპიძის შვილი ნიკა მიქაბერიძე. ის, რომ არჩევანი გორის მერმა ნიკა მიქაბერიძეზე არ გააკეთა, ირმა პაპიძე ამას გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის  მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელებად მიიჩნევს. 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს ირმა პაპიძემ ,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის რიგები დატოვა და ,,შენების მოძრაობას“ შეურთდა, მისი შვილი კი ,,ქართული ოცნების“ რიგებში დარჩა. თუმცა პაპიძის განცხადებით,  გორის მერი დედის პოლიტიკური არჩევანის გამო შვილსაც დევნის.

ახალი ამბები