კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს შეხვდნენ

5 ივნისი, 2018
 
4 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებსა და  სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ცენტრსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გახლდათ.  

გასულ წელს ადამიანის უფლებათა ცენტრსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის #62 ბრძანების საფუძველზე შექმნილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის (ახალი დეპარტამენტი) საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისას ცენტრის ხელშეწყობას, რათა ცენტრმა სრულფასოვნად განხორციელოს დეპარტამენტის თითოეული ფუნქცუდან გამომდინარე საქმიანობის შესახებ ინორმაციების მიღება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი  2015 წლის 13 თებერვალს შეიქმნა. მისი ამოცანებია სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობის ფაქტებზე გამოძიების წარმოება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება.  

ადამიანის უფლებათა ცენტრსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება პროექტის - „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები