კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და წევრები ადამიანის უფლებათა ცენტრში

7 ივნისი, 2018
 

დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე და წევრები - ოთო კახიძე და ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილს და იურისტ ნესტან ლონდარიძეს შეხვდნენ. შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაზარალებულ ზაზა სარალიძის ინტერესებს. 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებმა ზაზა სარალიძის უფლებების დამცველებს კომისიის მიზნები და გეგმები გააცნეს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოხატა სრული მზაობა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საპარლამენტო გამოძიებას. 

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან ყველა იმ საკითხზე, რაზეც დაზარალებულ მხარეს აქვს კითხვები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები