კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებული, ბრალდებული და დაზარალებული ქალების სასამართლო მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

13 ივნისი, 2018
ხვალ, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს - „მსჯავრდებული, ბრალდებული და დაზარალებული ქალების სასამართლო მონიტორინგი“. 
 
ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „სასამართლო მონიტორინგი ქალებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალთა და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ ქალთა საქმეებზე სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და სასამართლო და პროკურატურის ორგანოების პასუხისმგებლობის გაზრდა.

მონიტორინგის ანგარიშში წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო სხდომათა მონიტორინგისა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენების ანალიზის შედეგად გამოვლინდა. 

კერძოდ, ანგარიში მოიცავს: 
ანალიზს ძალადობრივ დანაშაულებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციების ხარვეზების შესახებ; 
ინფორმაციას სასამართლო სხდომათა მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციით, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, კონფლიქტის განეიტრალებისა და დაზარალებულთა უსაფრთხოებისათვის მოძალადე/ბრალდებულთა მიმართ სასამართლოს მიერ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებათა სახეების, ასევე - გამამტყუნებელი განაჩენებით გამოყენებული სასჯელის სახეებისა და ზომათა შესახებ; 
ძალადობრივ დანაშაულებში დაზარალებულთა პოზიციებსა და სხვა მნიშვნელოვან სტატისტიკურ ინფორმაციებს, რაც ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულ და დაზარალებულ პირებს შეეხება. 
ინფორმაციას ბრალდების მხარის/პროკურატურის მიერ რიგი საქმეების სასამართლო განხილვათა გაჭიანურების მცდელობებისა და ძალადობრივ დანაშაულებზე მოსამართლეთა მიდგომების შესახებ. 
ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების, საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებათა, საქმეთა უმრავლესობაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა და სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთა ანალიზს. 
ინფორმაციას სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და პრობლემების თაობაზე.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების  მიმართ. 

მონიტორინგის ანგარიში მომზადდა ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის ანგარიშზე სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი და მასში გამოთქმული მოსაზრებებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ბულგარეთის განვითარების ფონდისა და ბულგარეთის რესპუბლიკის შეხედულებას.

 ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები