კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრენინგი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკულ საკითხებზე

24 ივნისი, 2018
2018 წლის 18-19 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ორგანიზებით, თბილისში, ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა ტრენინგი, რომელიც მოიცავდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკულ საკითხებს. ტრენინგს უძღვებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადვოკატთა ასოციაციის (ICCBA - International Criminal Court Bar Association) წარმომადგენლები: ლუკ ვალენი, ICCBA-ის მსხვერპლთა კომიტეტისა და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დაზარალებულთა იურიდიული წარმომადგენელი თომას ლუბანგას საქმეში; ხავიერ-ჟან კეიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაცვის მხარის საზოგადოებრივი მრჩევლის ოფისის (Office of Public Counsel of Defense, ICC) მთავარი მრჩეველი და ICCBA-ის მდივანი, და ანანდ შაჰი, პრაქტიკოსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ლიბანის სპეციალურ ტრიბუნალში.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მოქმედი შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და ადვოკატთა ასოციაცია.

ახალი ამბები