კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან 6 თვეში 53 გატაცების შემთხვევა დაფიქსირდა

25 ივნისი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სალოცავიდან გატაცებული ადგილობრივები, 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 17 წლის გოჩა ბერიანიძე, 21 ივნისს 2 000 რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.  ისინი  ქართულ მახარეს სოფელ ერგნეთის ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადმოსცეს. გათავისუფლებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცების გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.  ადგილობრივების განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ე.წ. „საზღვარს“ თავად რუსი და ოსი საჯარისო ნაწილები არღვევენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აკავებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმმა, შიდა ქართლის რეგიონში, ე.წ „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 53 მოქალაქე  დააკავა და დღეის მდგომარეობით, ყველა მათგანი გათავისუფლებულია.

ახალი ამბები