კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეორგანიზაცია გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

26 ივნისი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

რეორგანიზაციის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ფსიქოლოგები, მეთოდისტები, ინგლისურისა და ცეკვის პედაგოგები გაათავისუფლეს. გათავისუფლებული კადრების რაოდენობა მთლიანობაში  60–თანამშრომელს აღემატება.  რეორგანიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ–მა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ განახორციელა. 

,,ის ფსიქოლოგები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,  არიან პროფესიონალები და აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს, საბავშვო ბაღიდან გათავისუფლების შემდეგ მათი დასაქმება  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში მოხდება და  მოემსახურებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებს", – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების იურისტმა, ნუგზარ კოჭლაშვილმა. მისივე თქმით, რეორგანიზაციის ძირითადი მიზეზი, შტატების ოპტიმიზაციის შედეგად, ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვაა.  რაც შეეხება საბავშვო ბაღებიდან  ცეკვის პედაგოგების დათხოვნას, კოჭლაშვილი ამბობს, რომ  მათ მუდმივ საჭიროებას ვერ ხედავენ და  ბაგა–ბაღის დირექტორებს შეუძლიათ, დროებით ხელშეკრულებით აიყვანონ ისინი კონკრეტული ღონისძიებებისთვის. 

მიმდინარე რეორგანიზაცია ბუნდოვანია საკრებულოში ოპოზიციის ნაწილისთვის. ,,ერთიანი ნაციონლური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ არასწორია, როდესაც საბავშვო ბაღების დირექტორებს უფლებამოსილებას მთლიანად ართმევს მერის ის ა(ა)იპ–ი, რომელიც ზედამხედველობას უნდა უწევდეს მათ მუშაობას და არა უშუალოდ საბავშვო ბაღებს მართავდნენ. 

,,რას აკეთებენ და რა ფუნქცია აქვთ დღეს საბავშვო ბაღის დირექტორებს. როგორც ჩანს, ისინი სააგენტოს გარეშე ვერაფერს ვეღარ აკეთებენ. ვეღარ აცხადებენ ტენდერებს ვერც პროდუქტებსა და ვერც სხვა საჭიროებებზე.  ყველა წვრილმანზე სჭირდებათ სააგენტოს ნებართვა, რაც არ არის ეფექტური. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ახლა საკადრო პოლიტიკასაც სააგენტო წარმართავს და ასევე აღსაზრდელების რეგისტრაციაში გატარებას საბავშვო ბაღების დირექტორების  ნაცვლად სწორედ სააგენტო უზრუნველყოფს. ეს არ არის კონტროლი, ეს არის ფუნქციების აღრევა. იმ ფონზე, როდესაც საბავშვო ბაღებში კადრები მცირდება და იზრდება სააგენტოში, ამას არც ოპტიმიზაცია ჰქვია და არც ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვა, ეს არის  საზოგადოების მოტყუება", – აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის 50 ლარით ხელფასების მომატებას ითხოვდა. მან აღნიშნული ინიციატივით გორის მერს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელს მიმართა, საიდანაც უარი მოუვიდა. მიზეზად კი ეს არგუმენტი მიიღო:  ,,საბავშვო ბაღებში დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდისთვის საჭიროა საქართაველოს მთავრობის ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც დაადგენს აღმზრდელ–პედაგოგების შრომითი ანაზღაურების საბაზისო ზღვრულ ოდენობას".

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის აღნიშნული განმარტების შემდეგ,  ვასილისა ჯაბახიძე პარლამენტში  გორის მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, რომ საქართველოს მთავრობას მიმართონ ინიციატივით, რათა ის დადგენილება მიიღონ, რომელიც თვითმმართველობას საშუალებას მისცემს, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასი მოუმატონ.

ახალი ამბები