13:28, Monday, 17.12.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მზადება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - „ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა“

09.07.2018

 
ლანა გიორგიძე 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 39 136 784 ლარს დახარჯავს.   აღნიშნული თანხიდან, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 28 272 634 ლარი დაიხარჯება. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებისთვის გათვალისწინებულია 1 002 300 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 7 619 000 ლარი. 
საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება, აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება, აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ამ ეტაპზე კი, პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ოპოზიციურმა პარტიამ - „გირჩი“ - დაასახელა. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

ჯაფარიძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, ის გააორმაგებს თავდაცვის ბიუჯეტს 5 წლის მანძილზე, გააუქმებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს და შეიწყალებს იმ პირებს, რომლებიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიან. ამასთან, მისივე თქმით, ის დაადებს ვეტოს ყველა იმ კანონს, რომელიც იქნება "თავისუფლების შემზღუდავი" და თვეში ერთხელ Facebook Live-ის საშუალებით მინისტრთა ანგარიშებს გააცნობს საზოგადოებას.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგა ბოკერია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას ამბობს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მისი პარტია მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროდასავლურ კანდიდატს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური ატმოსფერო იქნება. ამის შესახებ ბოკერიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივის მხარდაჭერას, რომ პირველ ტურშივე ჰყავდეს ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი, ბოკერია პასუხობს, რომ არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ "რეალისტურები უნდა ვიყოთ".

იმაზე საუბრისას, თუ რამდენად რეალურია საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური, ბოკერიას მაგალითად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოჰყავს. 

მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის ნოემბერში ეწურება. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი, იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტს, არჩევნებში მონაწილეობას, მეორე ტურში ვერ მოხვდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, ევროპული საქართველო მას მხარდაჭერას გამოუცხადებს.

არჩევნებამდე 4 თვით ადრე, 2018 წლის 27 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს „გარანტიის სერთიფიკატი“ გადასცეს. აღნიშნული სერტიფიკატების გადაცემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პროექტის ფარგლებში მოხდა, რომლის სახელწოდებაა  „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ.“

ამავე წლის 29 მაისს ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს. პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს. 

ენმ-ის წინასაარჩევნო დაპირებას არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაში,  სავარაუდოდ,  იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით. კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  თანახმად,  პარტიას, კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, აგრეთვე, ნებისმიერ პირს პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.

სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით, რომელიც არ უკავშირდება  როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და  სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას“, -
ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიას განცხადებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნული პროგრამა წამოიწყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას.

საია მოუწოდებს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება; პოლიტიკურ პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

პრეზიდენტის არჩევის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა ჯგუფმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შედეგადაც მას უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. ამის გათვალისწინებით, პარტიებს კიდევ აქვთ დრო დაასახელონ საზოგადოების ნდობის მქონე და რეიტინგული კანდიდატი. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC