კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „გამომძიებელი რეპორტიორის“ გარე შესყიდვაზე გატანის თაობაზე

11 ივლისი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების შესახებ პროექტს, კერძოდ - 3.2 პუნქტს, რომლის თანახმად, ჟურნალისტური გამოძიება „გამომძიებელი რეპორტიორი“ გადის გარე შესყიდვაზე და  ამის  საფუძვლად მითითებულია, რომ არ უნდა ხდებოდეს  ჟურნალისტური გამოძიების წარმოება მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე. 

„გამომძიებელი რეპორტიორის“ წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ზემოთაღნიშნული პრიორიტეტების ცვლილებას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე გახმაურებული მოვლენების შესახებ გადაღებული საგამოძიებო ფილმი „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, რომლის ეთერში გასვლას საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდა. ამასთან, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა უარყოფითად შეაფასა ფილმი, ეთერში მისი გაშვების საფუძვლად სახელმწიფო ინსტიტუციების ჩარევა დაასახელა და პარალელურად, ეთერში გაშვებამდე, თავად მიაწოდა სახელმწიფო ინსტიტუციებს  ფილმის შიდასამუშაო, დაუსრულებელი ვერსია. 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების შესახებ პროექტის შემუშავებამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის მენეჯმენტს ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფისთვის არ წარუდგენია „გამომძიებელი რეპორტიორის“ მუშაობის ანალიზი, სადაც უნდა ასახულიყო გადაცემის რეიტინგი, ე.წ. უკუშედეგი, გამოხმაურებები, კონკრეტული შედეგები, თუ რა მიღწევები ჰქონდა ჯგუფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. 

„გამომძიებელი რეპორტიორი“ წლების განმავლობაში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა. 2017 წელს ახალი მენეჯმენტის მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგებით, ამ გადაცემას ჰქონდა რეიტინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჯგუფი დაჯილდოებულია არაერთი საერთაშორისო პრიზით, მათ შორის: 2015 წელს - ევროკავშირის პრიზით ჟურნალისტიკაში საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის; 2016 წელს - ჯიპა-ფრიდმანის კონკურსის გამარჯვებული; 2015 წელს - ციხის საერთაშორისო რეფორმის კონკურსის გამარჯვებული; 2017 წელს - ევროკავშირის მხარდაჭერით გამართული კონკურსის „საუკეთესო სატელევიზიო გადაცემა მომხმარებელთა უფლებებზე“ გამარჯვებული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში როცა არსებობს ასეთი წარმატებული პროექტი, რომელიც მაღალრეიტინგულ პროდუქტს აწარმოებს, ჟურნალისტური გამოძიების გარე შესყიდვაზე გატანა ბადებს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა, იყოს გამომძიებელი ჟურნალისტების საქმიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს „გამომძიებელ რეპორტიორს“, როგორც თავისუფალ, ობიექტურ მედიაპროდუქტს და მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ შეზღუდოს ჟურნალისტური გამოძიების საქმიანობა და უზრუნველყოს „გამომძიებელი რეპორტიორისთვის“ დამოუკიდებელი სამუშაო გარემოს შექმნა, რათა შეუფერხებლად შეძლოს ფუნქციონირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც თავისუფალი მედიის განმახორციელებელი ინსტიტუტი, ვალდებულია, დაიცვას როგორც მედიის, ასევე საზოგადოების ინტერესი. ამდენად, აუცილებელია, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სფეროში იყოს უზრუნველყოფილი ჟურნალისტური გამოძიების თავისუფლად ფუნქციონირება, რათა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეუფერხებლად გააგრძელონ საზოგადოებისათვის ობიექტური, სრულყოფილი, მიუკერძოებელი პროდუქტის მიწოდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები