17:57, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური მიგნებები წარმოადგინა

15.07.2018

 
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა მრგვალი მაგიდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, სადაც საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური მიგნებები წარმოადგინა.  

მრგავალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობდნენ მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი, უზენაესი სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური მიგნებები მოიცავს ინფორმაციას: ახალი დეპარტამენტის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ანალიზს; დეპარტამენტის მუშაობის წესის, პრონციპებისა და შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების საკითხის და გამოსაძიებელ საქმეთა მისაღებობის კრიტერიუმების მიმოხილვას; დეპარტამენტის შექმნის დღიდან დღემდე დეპარტამენტში შესულ და გამოძიებულ საქმეთა შესახებ ინფორმაციას; დეპარტამენტის მიერ განსახილველ/გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიის შესახებ ინფორმაციას; დეპარტამენტის მუშაობის შედეგად გამოძიებულ, გახსნილ და გამართლებულ მსჯავრდებულთა შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციებს და სხვა. 

მონიტორინგის შუალედურ შედეგებში ასახულია ახალი დეპარტამენტის მუშაობის მონიტორინგისას გამოვლენილი რიგი პრობლემური საკითხები. მაგალითად, გარკვეულ ხარვეზს წარმოადგენს დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელ აქტებში დეპარტამენტის გამომძიებლებისა და პროკურორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და მათი სამსახურში მიღების კრიტერიუმების არარსებობა; დეპარტამენტის გამომძიებლებისა და პროკურორების წარმოებაში არსებულ საქმეთა არარეალურად მაღალი რაოდენობა შესაძლოა, გავლენას ახდენდეს  გამოძიების ეფექტურობასა და საქმის შედეგზე; დეპარტამენტს არც ნორმატიულად და არც შიდა ინსტრუქციით გაწერილი არა აქვს საქმეთა მისაღებობის ან არმიღების კრიტერიუმები, რაც აჩენს კითხვას: რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ახალი დეპარტამენტი საქმის წარმოებაში მიღებისას ან მიღებაზე უარის თქმისას?

ადამიანის უფლებათა ცენტრი, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, 2017 წლის 25 ოქტომბრიდან ახორციელებს პროექტს „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“, რომლის ერთ-ერთი მიზანია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების  ხელშეწყობა. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი  2015 წლის 13 თებერვალს შეიქმნა. მისი ამოცანებია სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობის ფაქტებზე გამოძიების წარმოება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC