კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდინარე ლიახვმა ორი გვამი გამორიყა

17 ივლისი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

მდინარე ლიახვმა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი გვამი  გამორიყა. ქართველმა სამართალდამცავებმა ერთი გვამი სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე 14 ივლისს იპოვეს, ხოლო  მეორე მამაკაცის გვამი მდინარემ სოფელ ერგნეთთან 15 ივლისს   გამორიყა.  

ერგნეთი და ნიქოზი უშუალოდ ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიას ესაზღვრება. სავარაუდოდ, გვამები მდინარე ლიახვმა ოკუპირებული ტერიტორიდან ჩამოიტანა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი სერგო მინდიაშვილი ამბობს,  ნიქოზის კაშხლის დაცლის შემდეგ ერთი გვამი მანაც დაინახა. 

ორივე გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, ცხინვალის მკვიდრი იყო და მათი სამძებრო სამუშაოები ცხინვალში მიმდინარეობდა. რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით,  ერთ-ერთი გარდაცვლილი 86 წლის სერგეი კოკოევია და დაახლოებით ორი კვირის წინ ლიახვში დაიხრჩო.  ცხინვალში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ასევე ეძებენ  50 წლამდე ასაკის მამაკაცს და მის სამძებრო სამუშაოებში ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებსაც სთხოვა დახმარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,   14 და 15 ივლისს ცხედრების გამორიყვის ფაქტზე  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და მათი ვინაობა ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. 

ცხედრები გორში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზა უტარდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.  

ახალი ამბები