კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით, იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით - დავით მესხიშვილი

20 ივლისი, 2018
 
 
Reginfo.ge

„თუ ცოტათი მაინც გჯერათ ჩემი, ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით და იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისივე თქმით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე სატვირთოებისა და ავტობუსების მოძრაობა უნდა აიკრძალოს.

„ძირითადად, მთავარი არგუმენტია ხოლმე, რომ მოკლე გზაა. სინამდვილეში კი, საწვავიც მეტი გეხარჯებათ ასეთ აღმართ-დაღმართიან გზაზე და დროც. რაც შეეხება უსაფრთხოებას: 1. ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზაა და ყველა ვერ ახერხებს მოსახვევში სწორად შესვლას. ეს შეიძლება ხდებოდეს ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის ან სულაც მძღოლის გამოუცდელობის გამო; 2. თავდაღმართში მუხრუჭები ცხელდება და შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთი ავტომობილის პირისპირ, რომელსაც საერთოდ აღარ უჭერს მუხრუჭი (მუხრუჭის გამოყენებასაც ცოდნა უნდა); 3. ხშირად სატვირთოები მიბობღავენ (რა უნდა აქ საერთოდ სატვირთოს?!) და სხვები გასწრებას ცდილობენ. ასე რომ, შეიძლება უბრალოდ ვერ აირიდოთ საპირისპირო მიმართულებიდან, თქვენ გზაზე უცაბედად გადმოსული ავტომობილი; 4. არაერთხელ, მეწყერმა და ნიაღვარმა გომბორის გზის რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად წაიღო; 5. გომბორის გზაზე, ერთ თვეში დასახიჩრდა 40-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა ოთხი, მათ შორის მცირეწლოვანიც. თუ რამდენიმე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ის აშკარად შემზარავი იქნება. აშკარად, ინფრასტრუქტურულად რაღაც ვერ არის წესრიგში იქ.

მე რომ მქონდეს უფლება, დროებით ჩავკეტავდი გომბორის გზას, საფუძვლიანად შევისწავლიდი, მოვაწყობდი დამცავ ჯებირებსა და განვათავსებდი გზის უსაფრთხოების სარკეებს, დავამონტაჟებდი კამერებს იქ, სადაც ყველაზე ხშირია გასწრების შემთხვევები. უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს დავნერგავდი და ამის შემდეგ გავხსნიდი.

გახსნის შემდეგ, მოძრაობას მაინც ავუკრძალავდი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს და ავტობუსებს, შეზღუდვას დავაწესებდი მიკროავტობუსებზე. ვინაიდან მე ამის უფლება არ მაქვს და დიდად აქ არც არაფერი იცვლება, ამიტომ, ნუ წახვალთ და ნუ წამოხვალთ ამ გზით. ისარგებლეთ კახეთის გზატკეცილით“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე 13 ივლისს, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. 1-ელ ივლისს სოფელ თეთრწყლებთან ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა. 9 ივნისს ასევე თეთრწყლებთან, სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა. მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი და გარდაიცვალა 4, მათ შორის ერთი ბავშვია. 17 თებერვალს კი გზის ამავე მონაკვეთზე საწვავმზიდი გადაბრუნდა და დაიწვა.


ახალი ამბები