კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'პროკურატურის შესახებ' კანონში ცვლილებების ინიციატორების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

10 ივლისი, 2018
ბატონო პრემიერ-მინისტრო,

გვინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ პროკურატურის მიმართ ნდობა, სამწუხაროდ, სერიოზულად შეირყა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისათვის სერიოზული გამოწვევაა. 

მივიჩნევთ, რომ საჭიროა პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მთავარი პროკურორის გამართული წესით არჩევა. არსებული მანკიერი  წესით მთავარი პროკურორის არჩევა საზოგადოებაში მკვეთრად გაზრდის  ამ ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას.

მიგვაჩნია, რომ მოქმედი სისტემა, კერძოდ, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების წესი, ხელისუფლებაში მყოფ მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, ერთპარტიულად, პოლიტიკური ოპოზიციისა და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად გადაწყვიტოს მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი. დღეს მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის ეფექტურად მუშაობას. ამავდროულად, აღსანიშნავია საქართველოს კონსტიტუაციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც წარმოადგენს პროკურატურის დეპოლიტიზაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს. თუმცა, თუკი ახალი პროკურორი ძველი წესით აირჩევა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე, ანუ მიმდინარე წელს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე, კიდევ უფრო მწვავედ  დავდგებით იმ პრობლემების წინაშე, რომლებიც დღეს არსებობს. 

არსებული მოდელი ასევე შეიცავს პროკურატურის  კორპორაციულ (კლანურ) სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეებს. რამდენიმე თვეში ამოქმედებული კონსტიტუციის ნორმები პროკურატურას დამოუკიდებელ ინსტიტუტად მოიაზრებს, რომელიც არც აღმასრულებელი და არც სასამართლო სისტემის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული. ამდენად, მნიშვნელოვანია, საპროკურორო საბჭოში მყოფი პროკურორების რიცხვი არ ახალისებდეს მათ კორპორაციული ერთობისაკენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად, პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი,  რომლის თანახმად, იცვლება საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი. კანონპროექტის მიზანია, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის აუცილებელია საპროკურორო საბჭოს სრული დეპოლიტიზება. მთავარი პროკურორის შერჩევა უნდა მოხდეს რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მიერ. პოლიტიკური თანამდებობის პირები - პარლამენტის წევრები და იუსტიციის მინისტრი არ უნდა იყვნენ საპროკურორო საბჭოში. შესაბამისად, მინისტრი არ უნდა იყოს არც საპროკურორო საბჭოს წევრი და არც მისი თავმჯდომარე. ამავდროულად, მთავრობა არ უნდა მონაწილეობდეს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში. ასეთი წესი სრულად შეესაბამება კონსტიტუციის ახალ რედაქციას და არ ეწინააღმდეგება მის მოქმედ რედაქციას.

გარდა ამისა, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში უნდა შემცირდეს პროკურორების რაოდენობა, რათა მათ ვერ შეძლონ საბჭოს იმ გადაწყვეტილებათა ბლოკირება, რომლებიც ეხება მთავარი პროკურორის არჩევას ან მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,  გვესმის, რომ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა მისაღები. ვფიქრობთ, რომ არსებულ  გამოწვევას არსებული მანკიერი წესით პასუხს ვერ გავცემთ. საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. მიგვაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი  და მისი არჩევა  მოხდეს მხოლოდ საპროკურორო საბჭოს რეფორმირების შემდეგ, რაც შესაბამისობაში მოვა ახალ კონსტიტუციურ ნორმებთან და უზრუნველყოფს ახალი, 6-წლიანი ვადით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ნდობით აღჭურვილი ადამიანის გამართული წესით არჩევას.

პატივისცემით,
კანონპროექტის ავტორები:
  • ლაშა ტუღუში,
  • ზვიად ქორიძე,
  • ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ნათია კუპრაშვილი

ახალი ამბები