13:44, Sunday, 18.11.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

10 წელი ომიდან და რუსული პროპაგანდის გავლენა ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე

10.08.2018

 
ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, ვიხსენებთ ომის მსხვერპლებს. კიდევ ერთხელ თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და სხვა დაზარალებულ პირებს.

2008 წელს განხორციელდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, რომლის შედეგადაც, დაზარალდა ათასობით ადამიანი. სამხედრო აგრესია მიმართული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ანექსია. ოკუპაციისა და ქართველი ხალხის დევნის პროცესი დღესაც გრძელდება. ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არ სრულდება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვიყავით ჩართულნი პროცესებში. კერძოდ,  ვეხმარებოდით დაზარალებულებს და ვუწევდით მათ პირველად დახმარებას; რუსული პროპაგანდისა და კომუნიკაციების დახშობის ფონზე, არსებულ ვითარებას ვაცნობებდით საერთაშორისო მედიას და პარტნიორებს.

მოგვიანებით, ათასობით ომში დაზარალებულისთვის უზრუნველვყავით ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება და გავუწიეთ უფასო იურიდიული დახმარება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენის პროცესში. აღვწერეთ 1000-ზე მეტი ომგამოვლილი ადამიანის ისტორია, რაც ანგარიშის სახით გამოვეცით და სწორედ აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს ერთერთ მთავარ დოკუმენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში.

ზემოხსენებულის ფონზე, შემაშფოთებელია, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, პოლიტიკოსების მხრიდან, წინაასარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სასამართლოს უკვე მიმართა ათასობით დაზარალებულმა, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ რუსი და ოსი სამხედროებისა და შეიარაღებული პირების მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე.  ამასთანავე, რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიების პროცესს და ჭეშმარიტების დადგენას საქმის შესახებ.

ამ ვითარებაში, დაუშვებელია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას.

მსგავსი პოლიტიკური შეფასებები სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების უგულვებელყოფას და პასუხისმგებლობის პოლიტიკურ არენაზე გადატანას.

მოვუწოდებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი სცენ საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების პროცესს და თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისა და გამონათქვამებისგან,  გადაუმოწმოებელი ან/და დამახინჯებული ფაქტების გავრცელებისგან. 

განცხადებას ხელს აწერენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის წევრი ექვსი ორგანიზაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები:
 
წევრები:
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • Justice International (ჰააგა)

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა
  • ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა
  • სამართლიანი არჩევნები
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

BLOG

Vanished people – “Never forget me”
Grandma disappeared a month ago. 73-years-old grandma joined the list of missing people; she disappeared from her own yard, in her native village.
Detailed...
Disbelief based on partiality Reality is different
Fragile Peace in Balkans
Archive




EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES

CATEGORIES

Copyright © 2004 - 2018 HRIDC