12:34, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია „იცურე მშვიდად“ - კიდევ ერთი აქცია თბილისის ზღვაზე

01.08.2018

 
კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს თბილისის ზღვაზე. ამჯერად - ე.წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყალსაცავს მდინარე იორი უერთდება.

აქციაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრის, პროგრესის ცენტრის, ფონდი კრისტალის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის, CENN-ის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა - ანა დოლიძემ, ზაზა სარალიძემ, გიორგი ჯანელიძემ და სხვებმა.

კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ, თბილისის მერიამ უზრუნველყოს ამ ადგილის ექსპერტული შეფასება და გაატაროს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი ღონისძიებები.

მდინარე იორის შესართავი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია თბილისის წყალსაცავზე, სადაც კუსტარული რეკრეაციული ზონაა მოწყობილი. ტერიტორიაზე არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი აბრები და არც სპეციალური ბარიერებია მოწყობილი. ადამიანები არ არიან ინფორმირებული, რომ ამ ადგილას ბანაობა სახიფათოა.

მდინარე იორის შესართავთან არსებულ საფრთხეებს საუბრობს სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების „სიკვდილის ზონა 2“.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია გააერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართული იქნება საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. 

კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო.

პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC