კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ეუთოს ადამიანური განზომილების საიმპლემენტაციო შეხვედრაზე

24 სექტემბერი, 2018
 2018 წლის 10 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ორგანიზებით ქ. ვარშავაში გაიმართა ადამიანური განზომილების საიმპლემენტაციო შეხვედრა (HDIM), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეუთოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრა ეუთოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მოიცავს დისკუსიებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებით. 

19 სექტემბერს, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ორგანიზებით, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორმა, ნინო ცაგარეიშვილმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა FIDH-ისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი ანგარიში, „ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში. 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარე ზეგავლენა დაზარალებულებზე“. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სავალალო შედეგებს ომით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათ შორის, სამხრეთის ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურატურის ოფისს, ყურადღება გაამახვილონ აღნიშნული დანაშაულების შედეგებსა და ზეგავლენაზე საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ომით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათ შორის, დაზარალებულთა მოწყვლადობაზე, დანაშაულის ადგილებში არსებულ სახიფათო მდგომარეობაზე და იმ სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსათვის მიყენებულ ზიანზე, რაც ომის დროს ჩადენილმა დანაშაულებმა მოიტანა შედეგად. აღნიშნული ფაქტორები წარმოადგენს  ICC-ის პროკურატურის ოფისის მიერ საქმის შერჩევის ერთ-ერთ სახელმძღვანელო პრინციპს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ახალი ამბები