კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვერქშოფი ‘მაგნიტკსის’ ტიპის სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით

8 ოქტომბერი, 2018
2018 წლის 3 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის, "საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Freedom Now" ორგანიზებით, გაიმართა ვერქშოფი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ვერქშოფი შეეხებოდა "მაგნიტკსის" ტიპის სანქციების გამოყენებას ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და კორუფციაში დამნაშავე პირების წინააღმდეგ და საქართველოში მსგავსი მიდგომის/მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობებს. ვერქშოფს უძღვებოდნენ სიმონ პაპუაშვილი, "საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" პროგრამის დირექტორი და მარან თერნერი, "Freedom Now" აღმასრულებელი დირექტორი.

ვერქშოფში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მოქმედი შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, Truth Hounds.

ახალი ამბები