13:48, Monday, 17.12.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დასაქმებულთა მასშტაბურ გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს

18.10.2018

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დასაცავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს  სასარჩელო განცხადებით  18 ოქტომბერს მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულების პირობების არსებითი შეცვლა, რასაც საფუძვლად ედო კანონშეუსაბამო პირობები და რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომლის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება. 

კონკრეტულად, 2018 წლის სექტემბერში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული იყო მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესები, ხოლო დასაქმებულთა უფლებები არ ესადაგებოდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ხელშეკრულებით  სრულად შეიცვალა დასაქმებულთა სამუშაო პირობები, რაც დასაქმებულთა საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს. ანაზღაურება კი განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზებაში მოცემულია დღიური ანაზღაურების ტარიფი, მაგრამ არ არის გაწერილი სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, რომ დასაქმებულმა ხელშეკრულების შესაბამისად ერთი სამუშაო დღეც ვერ მიიღოს. ამავე ხელშეკრულებით, დასაქმებულს, ასევე, აეკრძალა პარალელურად სხვა მედიასაშუალებაში დასაქმება.  

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს კონკრეტული შეთავაზება რეალურად დასაქმებულებისთვის წარმოადგენდა სამსახურიდან განთავისუფლების ანალოგს. დასაქმებულებს გადაწყვეტილების მისაღებად  განესაზღვრათ სამდღიანი ვადა. შეთავაზებაზე უარი, ასევე, იწვევდა სამსახურიდან განთავისუფლებას და დასაქმებულთა განთავისუფლების იურიდიულ საფუძვლად შეთავაზებაში მითითებული იყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, რაც ზოგადი, ბუნდოვანი ჩანაწერია და არ მოიცავს გათავისუფლების კონკრეტულ საფუძველს.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. მედიაციისას დასაქმებულებმა მორიგების პირობად ხელშეკრულებაში სავალდებულო მინიმალური სამუშაო დღეების განსაზღვრა დაასახელეს. ასევე, მოითხოვეს, დამსაქმებელს განემარტა და დაესაბუთებინა, თუ რა კრიტერიუმის საფუძველზე მოხდა დასაქმებულთა გადარჩევა. დასაქმებული ხისტ პოზიციაზე დარჩა და დასაქმებულებმა წაყენებულ მოთხოვნებზე ვერ მიიღეს პასუხები. დამსაქმებელმა ვერც მედიაციის პროცესში უზრუნველყო, გაეთვალისწინებინა დასაქმებულთა შრომითი ინტერესები,  ეხელმძღვანელა სამართლიანი და დაბალანსებული შრომითი ურთიერთობის ინტერესების გათვალისწინებით. 

წარუმატებელი მედიაციის შემდგომ, რაც დასაქმებულებმა უარი განაცხადეს წარდგენილ არასამართლიან შეთავაზებაზე, მათ შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ. დასაქმებულებმა  საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის საფუძველზე მიმართეს დამსაქმებელს და მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი განმარტება, მაგრამ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაბუთება ყველა განთავისუფლებულ თანამშრომელთან მიმართებაში იყო სტანდარტული, თითქოსდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა დასაქმებულთა უარი ახალ შეთავაზებაზე.

უკანონოდ გათავისუფლებული  პირების უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა, მოამზადეს სასამართლო სარჩელი. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC