კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები აქტიურობენ

28 ოქტომბერი, 2018
 
გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია „ქართული ოცნების“ აგიტატორები. აგიტატორებმა რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა გადაიღო ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე გაკრული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტერები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს შენიშვნების წიგნში და საარჩევნო კომისიას ხარვეზების გამოსწორებისკენ. მოუწოდეს. 

სადემონსტრაციო ოქმები არ იყო ან არასწორად იყო შევსებული ფხვენისის 74- ე უბანზე და ტირძნისის 62-ე უბანზე.

ტირძნისის 92-ე უბანზე ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი გასცა რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ორივე ბიულეტენი განათავსა კონვერტში, რის გამოც რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა.

დაახლოებით 12 საათისთვის, ხმაური იყო გორის 96-ე საარჩევნო უბანზე.
ხმაური ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა გამოიწვია, რომელიც სიაში არ აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე არიან წარმომადგენლები სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ოფსერვატორია"-დან, რომლებიც ეწევიან აგიტაციას და ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები