კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ ამომრჩეველთა მობილიზებას ახდენს და აგიტაციას ეწევა

28 ოქტომბერი, 2018
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, საბირკენდის მე-12 უბანზე „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლებს მიკროავტობუსით მიჰყავდათ ამომრჩევლები, სავარაუდოდ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, მათ 5-ჯერ მაინც მოიყვანეს დღის განმავლობაში სხვადასხვა ამომრჩეველი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ცნობით, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზეც.

საინტერესოა, რომ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ ცესკოში დამკვირვებელ ორგანიზაციად არის დარეგისტრირებული.

ახალი ამბები