18:12, Tuesday, 26.03.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველო" დატოვა

15.11.2018

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან",  ზვიად საბანაძემ, 9 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, პარტია დატოვა, მიზეზად კი ,,ევროპული საქართველოს" მხრიდან პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დაასახელა.

,,ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზვიად საბანაძემ. მისი თქმით, პარტიის მანდატზე უარს ამბობს, თუმცა საკრებულოში რჩება და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას. ზვიად საბანაძესთან ერთად ,,ევროპული საქართველოს "გორის ორგანიზაცია კიდევ 5-მა წევრმა დატოვა.

,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, ,,ევროპული საქართველოს” წევრებს ,,ქართული ოცნებიდან” უკავშირდებიან და პარტიის დატოვების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს სთავაზობენ. კიკნაველიძე მიიჩნევს,  რომ ასეთ გარიგებას ჰქონდა ადგილი ზვიად საბანაძესთანაც, რადგან ზვიად საბანაძეს ფინანსური პრობლემები ქონდა.

,,ზვიად საბანაძისთვის ცნობილი იყო რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდით მხარს და ეს მას არ გაუპროტესტებია, მეტიც, ის რამდენიმე დღის წინ შეხვდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს და მეორე ტურში ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ”, -ამბობს კიკნაველიძე.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ,,ევროპულმა საქართველომ" პროპორციული სიით, გორის საკრებულოში ორი წევრი შეიყვანა, ზვიად საბანაძე და კახა ბურჯანაძე. კახა ბურჯანაძე პარტიაში რჩება. ზვიად საბანაძის ,,ევროპული საქართველოს" დატოვების შემდეგ შესაძლოა, საკრებულოში შექმნილი ფრაქცია ,,ევროპული შენება" დაიშალოს,  რომელიც ,,ევროპული საქართველოს" და ,,შენების" მოძრაობის წევრებმა შექმნეს.

,,ევროპული საქართველოს" რიგები გორის შემდეგ ზუგდიდსა და თბილისშიც დატოვეს, პარტიიდან წასული წევრები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელი იყო პარტიის გადაწყვეტილება -  მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ დანიშვნა განამტკიცებს თუ არა მართლმსაჯულებას?
დიახ არა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC