კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

14 წლის დაკარგული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით გორში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

26 ნოემბერი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება, ახალბაღის ტერიტორია რამდენიმე დღეა, რაც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, ტერიტორიას ამ დრომდე სამართალდამცველები იცავენ. 

გორში დასვენებისა და კულტურის პარკში რამდენიმე ათეული კვ.მ. მას შემდეგ შემოისაზღვრა ლენტებით, რაც 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ი.ნ.-მ, რომელიც ასევე 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის საქმეშიც ფიგურირებს, დამატებითი ჩვენება მისცა სამართალდამცველებს. იმ დროს ი.ნ.-ს ბრალი მხოლოდ გამოძალვის მუხლით წაუყენეს. სამართალდამცველებს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სავარაუდო ადგილსამყოფელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში,ი.ნ.-მ  მიუთითა. 

,,2004 წლის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულმა ი. ნ.-მ დამატებითი ჩვენებმა მოგვცა, ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი, აღებული იქნა დოკუმენტური მასალა და ამჟამად აღნიშნული მასალის შესწავლა მიმდინარეობს", - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, 21 ნოემბერს ნიქოზში გააკეთა.

საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილი ექსპერტებმა სპეციალური მოწყობილობებით დაათვალიერეს, ე.წ. „სკანერით“, რომელიც მიწისქვეშ არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამ ეტაპზე მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოპოვებულ მასალას ექსპერტები სწავლობენ.

ახალი ამბები