18:17, Tuesday, 26.03.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

11.12.2018

 
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია 2018 წლის 12 ივლისს მოკლული  22 წლის გევორქ სარქისიანის საქმე, ორგანიზაცია იცავს დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მარია სარქისიანის სამართლებრივ  ინტერესს.
 
მას შემდეგ რაც ორგანიზაცია  გაეცნო გევორქ სარქისიანის სისხლის სამართლის მასალებს გამოიკვეთა, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“, რომელშიც მონაწილეობდა 9 პირი, შესაბამისად აშკარად იკვეთება რამდენიმე  პირის მიერ  შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები, თუმცა  პროკურატურა აღნიშნულ საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის   108-ე მუხლით აკვალიფიცირებს, სადაც აღნიშნული მუხლით ბრალი მხოლოდ ერთ პირს აქვს წარდგენილი და დანარჩენი 4 პირის  ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით არის დაკვალიფიცირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე დაწყებული  გამოძიება მიმდინარებს არასწორი კვალიფიკაციით, რადგან ორგანიზაციის მიერ შესწავლილი საქმის გარემოებიდან გამომდინარე  აშკარაა, რომ  გევორქ სარქისიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს სრულყოფილად და ეფექტიანად, დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა 9 პირი, ხოლო ბრალი წარდგენილი აქვს მხოლოდ 5 პირს.  ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეზე იკვეთება პროკურატურის მხრიდან ტენდენციური დამოკიდებულება როდესაც ჯგუფურ დანაშაულებრივ ქმედებებზე, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩამდენი 2-ზე მეტი პირის მონაწილეობაა გამოვლენილი, გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადო კვალიფიკაციით, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენას ჯგუფურად. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ 2 საქმეზე, კერძოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დავით სარალიძის  მკვლელობის საქმეზე, ასევე უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის შემთხვევაზე გამოიკვეთა პროკურატურის მხრიდან ანალოგიური, მანკიერი პრაქტიკა, პროკურატურას არ მოუხდენია ჯგუფური დანაშაულზე აქცენტის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში აშკარად იყო გამოკვეთილი 2-ზე მეტი პირის მონაწილეობა.  პროკურატურის ასეთი არაეფექტური, კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის არსებობა მნიშვნელოვნად ასუსტებს მართლმსაჯულების ხარისხს და  პირდაპირ მიუთითებს,  როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის სისუსტეზე ასევე სახელმწიფოს ნების დეფიციტზე, ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას:
საქმეზე ყურადღება გამახვილდეს, როგორც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე;
შეცვალოს კვალიფიკაცია  სსკ-ის 108 მუხლიდან და გამოძიება დაიწყოს  სსკ-ის 109-ე მუხლის  მე-2 ნაწილის  „ე“ ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC