კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წარმატებული და ჩავარდნილი პროექტები - გორის მერის ანგარიში

28 დეკემბერი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა  მისი მერად მუშაობის ერთიწლიანი საანგარიშო პერიოდის შემაჯამებელი შეხვედრა გორის დრამატულ თეატრში 26 დეკემბერს გამართა. მერის ანგარიშის მოსასმენად, ძირითადად, მის დაქვემდებარებულ სამსახურებში დასაქმებულები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შერჩევით  მიწვეული იყვნენ ის მოქალაქეები, ვისაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარება გაუწია და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობას ღიად აფიქსირებდნენ, ამის გათვალისწინებით, არცერთი კრიტიკული კითხვა შეხვედრაზე არ დასმულა. 

კონსტანტინე თავზარაშვილის შეფასებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ  2018 წელს წარმატებით განახორციელა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. 

,,ერთი წელი გავიდა ჩემი მერობიდან და მოსახლეობას ჩავაბარე ანგარიში თუ რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ წარმატებული წელი იყო, რადგან ჩვენს გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები ინფრასტრუქტურული და სოციალური კუთხით. სხვადასხვა პროგრამა ძალიან კარგად გვაქვს ათვისებული. ეს წელი დავამთავრეთ ძალიან კარგად და მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება იმიტომ, რომ უფრო მეტი პროგრამებია 2019 წელს განსახორციელებელი და ამას ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად იგრძნობს", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების 92 % განახორციელა, რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მერის თქმით, 72 % შესრულებულია.

 ,,რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინასებული პროექტების 92 %-ით შესრულება ეს არის ძალიან   მაღალი მაჩვენებელი და ზუსტად ეს ითვლება წარმატებად, რაც შეეხება  ადგილობრივი ბიუჯეტს, პროექტების 72 % შესრულებულია. ჩავარდა პროექტებიც და ვერ ავითვისეთ 400 ათასი ლარი.  ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტის შეძენა, რათა თანამედროვე სტანდარტებს შეეფერებოდეს საბავშვო ბაღი, მე მოსახლეობას ვპირდები, რომ აუცილებლად აშენდება საბავშვო ბაღი 2019 წელს სადგურის ტერიტორიაზე", - ამობობს თავზარაშვილი. 

გორის მერის განცხადებით, ტენდერებიდან დაზოგილმა თანხამ წლის განმავლობაში 1 400 000 ლარი შეადგინა, თუმცა მისი ბიუჯეტში ასახვა და ათვისება საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე ვერ შეძლეს, რადგან არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არჩევნების დასრულებამდე კანონმდებლობით აკრძალულია. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხა 2019 წლის ბიუჯეტში აისახება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. 
 

ახალი ამბები