კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობამ სოფელ ხიდისთავში გზა გადაკეტა

16 იანვარი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

12 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ჩინეთის უბნის მაცხოვრებლებმა, სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სასმელი წყლის მიწოდება წინასაახალწლოდ 27 დეკემბერს შეუწყდათ და 15 დღის განმავლობაში სასმელი წყლის მიწოდება კვლავ პრობლემად დარჩა. აქციის მონაწილეები ადგილზე გუბერნატორის მისვლას და პრობლემით დაინტერესებას მოითხოვდნენ. 

,,მოვიდეს გუბერნატორი და დაინტერესდეს არსებული მდგომარეობით. აქ დიდი უკანონობაა მომხდარი, წყლის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, რომელიც წინა წელს დაიწყო,  სამი ბასეინი აშენდა, თუმცა სამივე ცარიელია და წყალი არ შესულა. იმ სათავე ნაგებობიდან, რომლითაც ჩვენ მოგვეწოდებოდა წყალი, სხვა უბნები მოამარაგეს და ჩენ დავრჩით წყლის გარეშე", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე  მარინა ფუხაშვილი.

აქციაზე არც გუბერნატორი და არც გორის მერი არ მისულან, თუმცა მივიდნენ სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს გადაკეტილი საავტომობილო გზა გაათავისუფლებინეს. 
 
რამ გამოიწვია წყლის დეფიციტი სოფელ ხიდისთავში ამის შესახებ გორის მერიაში დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ და ვერც პრობლემის მოგვარების ზუსტ დროს ასახელებენ. უწყების პრესსამსახურში მხოლოდ იმას აცახდებენ, რომ ​სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემები არსებობს, რომლის აღმოსაფხვრელად 24 საათიანი მუშაობა მიმდინარეობს.

ახალი ამბები