კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა უვადო პატიმრის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

22 იანვარი, 2019
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად გადასცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც გამოკვეთილია ახალი გარემოებები უვადო მსჯავრდებულის თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის მსჯავრთან დაკავშირებით.
 
თეიმურაზ შარაშენიძეს 2009 წელს ბრალი დასდეს  ზურაბ ზუბადალაშვილის    მკვლელობაში და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა.  იგი სასჯელს იხდის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, 2013 წლიდან მთავარმა  პროკურატურამ დაიწყო საქმეზე ახალი გამოძიება, რომლის  ფარგლებში  გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებს  საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობას. კერძოდ, მოწმეებმა აჩვენეს, რომ 2009 წელს  ბრალდების მხარე მოწმეებზე ახორციელებდა ზეწოლას და უკანონო გზით ცდილობდა, მიეღო თეიმურაზ შარაშენიძის წინააღმდეგ ჩვენებები. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც  დადასტურდა, რომ მოკლულის სხეულში აღმოჩენილი ტყვიები შეუძლებელია გასროლილი ყოფილიყო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან,  რაც თავის დროზე საფუძვლად დაედო თეიმურაზ შარაშენიძის გამამტყუნებელ განაჩენს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებისა და  გამოძიების პროცესში  მოპოვებული მტკიცებულების მიუხედავად, პროკურატურას    დღემდე  არ  მიუმართავს თბილისის სააპელაციო სასამრთლოსთვის. 

2018 წლის ნოემბრიდან თეიმურაზ შარაშენიძემ პროკურატურის მიერ საქმის  სასამართლოსთვის გადაცემის გაჭიანურების გამო მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას - მშრალ შიმშილობას, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გასათვალისწინებელია, რომ საპატიმროში ყოფნის პერიოდში თეიმურაზ შარაშენიძე დაავადდა მძიმე დაავადებით, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. შარაშენიძემ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა ადამიანის უფლებათა ცენტრის თხოვნით და იმედით, რომ სამართლებრივი გზით გადაწყდება მისი საქმის ბედი. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, უზრუნველყოს  თეიმურაზ შარაშენიძის საქმის დროული გადაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის, რათა დადგინდეს არის თუ არა საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ობიექტური და სამართლიანი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები