კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხურვალეთის მიმართულებით მცოცავი ოკუპაცია გააქტიურდა

29 იანვარი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. „ახალი მავთულხლართები“ გაჩნდა. ადგილობრივების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართების გავლება განაახლეს, რის შედეგადაც საოკუპაციო ხაზმა რამდენიმე ადგილობრივის საკარმიდამო ნაკვეთებზე გაიარა.  ადგილობრივების თქმით, ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოები    ოკუპირებულ სოფელ ძუაკაანთკარიდან დაიწყეს და რამდენიმე მეტრით საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწიეს.

,,ოკუპირებული სოფელია ჯუკაანი, საიდანაც აპირებენ გზა გამოიყვანონ, მაღლა აქვთ გზა და ამას მეორე გზას აკეთებენ რომელიც უფრო ახლო იქნება და ამას უკავშირდება ე.წ. „საზღვრის“ გადმოწევა", - ამბობს ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს.

მავთულხლართების გაბმა რუსმა სამხედროებმა ხურვალეთში მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ფაქტმა ხმაური გამოიწვია და ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები მივიდნენ.  
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ძუკაანთკარში მავთულხლართების გაბმის პროცესი არ განახლებულა, არამედ ოკუპანტებმა უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. „ძველი მავთულხლართი“ ახლით ჩაანაცვლეს. სუს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ მავთულხლართების გადმოწევას და აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 
 

ახალი ამბები