კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერის პირველ მოადგილედ გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა

29 იანვარი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არის გამოცდილი მენეჯერი, მასთან ვმუშაობდი ერთი წელი, რა დროსაც შევიძინე დიდი გამოცდილება და სწორედ აღნიშნულ გამოცდილებას მოვახმარ ჩემს საქმიანობას", - ეს განცხადება ერასტი ელიჯარაშვილმა მისი გორის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა.

ელიჯარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, გენინსპექციაში მუშაობდა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კადრს წარმოადგენს. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, რამდენიმე დღის წინ, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა დატოვა​ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორია და გორის მერიაში საკადრო ცვლილებებს სწორედ ძმებ ხოჯევანიშვილების თვითმმართველობაზე გავლენებს უკავშირებენ.

,,მერის მოადგილის ცვლილების სრული კომპეტენცია მიეკუთვნება ქალაქის მერს, შესაბამისად, ეს ცვლილება განახორციელა მერმა", - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევას უარყოფს.

რაც შეეხება გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ელიჯარაშვილი მისი კადრია და საკადრო ცვლილებებიც გუბერნატორს არ უკავშირდება.

,,ვეძებთ ახალგაზრდა კადრებს, რომლებიც გორიდან წასულები არიან, რათა დავაბრუნოთ გორში. ელიჯარაშვილს აქვს კარგი მენეჯერული თვისებები და სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე მე შევთავაზე ჩემი მოადგილეობა. მან მიიღო ჩემი შეთავაზება და დაიწყო მუშაობა", - აცხადებს თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორის მერის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მხოლოდ ერთი დღე იყო. გელა კაპანაძემ თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღესვე გორის მერის მოადგილედ ერასტი ელიჯარაშვილი დაინიშნა.

ახალი ამბები