კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს წლიურ ანგარიშს - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2018“

31 იანვარი, 2019
დღეს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში სამართლებრივ ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების რეაგირების ხარისხი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მართლმსაჯულების ეფექტიანობა და განხორციელებული საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების  დანერგვისკენ. 

ანგარიშში წარმოდგენილი და გაანალიზებულია: ცვლილებები და ხარვეზები კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული პრობლემები, სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავები, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ლგბტ  პირთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები, ქალთა უფლებები, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, შრომითი უფლებები და უსაფრთხოება, უცხოელთა უფლებები, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მისამართი: თბილისი, ა.გახოკიძის 11 ა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი

ახალი ამბები