კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ გორის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

12 თებერვალი, 2019
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

11 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ მანველიშვილის საქმის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება 2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ თემურ მანველიშვილსა  სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მანველიშვილმა მაქარაშვილს  ნაგვით სავსე  სათლი თავზე ჩამოამხო.

მანველიშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით ოთხიდან-ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით - ხუთ წლამდე ან უამისოდ. 

თემურ მანველიშვილმა თანამდებობა 8 თებერვალს, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა. პირველივე სხდომაზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ მანველიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა, დაცვის მხარე კი მანველიშვილის თავდებით გათავისუფლებას ითხოვდა, თავდებში გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი და მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელი უდგებოდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თემურ მანველიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს დამნაშავედ, მანველიშვილმა უპასუხა, რომ დუმილის უფლებით სარგებლობს.

სასამართლოზე საქმის განხილვას ვერ დაესწრო სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რადგან სასამართლო სხდომათა დარბაზი მანველიშვილის მხარდამჭერებით იყო შევსებული.

,,ჩემი თვითმიზანი არ არის ამ ადამიანის ციხეში გაშვება, ეს არავის არაფერს  მისცემს. მე მინდა, სასამართლომ შექმნას პრეცედენტი რომ ჩინოვნიკებს დაუსჯელობის სინდრომი არ ჰქონდეთ", - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

 მანველიშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 29 მარტს გაიმართება.

ახალი ამბები