კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს უბრუნდებიან

22 თებერვალი, 2019
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომლიდან 4 მოსარჩელე, მორიგების გზით, აღდგენილია დაკავებულ თანამდებობაზე, რაზეც მიღებულია სასამართლო განჩინება. 1 მოსარჩელე, მხარესთან მორიგების გზით, დაკმაყოფილდა მის მიერ დასახელებული ფულადი კომპენსაციით. ხოლო 2 საქმეზე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და 1 წლის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის სახით დაკისრების თაობაზე.

გასულ წელს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ათობით თანამშრომელი განთავისუფლდა, რომლებიც მაუწყებელში დასაქმებული იყვნენ განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებები დასაქმებულთან გრძელვადიანი ურთიერთობის ხედვას აყალიბებს და მისთვის მეტი სოციალური სტაბილურობის შექმნას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, 2018 წლის აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მიიღო ე.წ „შეთავაზება“ განსხვავებული ხელშეკრულებისა, რითაც დასაქმებულთა საწინააღმდეგოდ სრულად იცვლებოდა სამუშაო პირობები.  
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. შემათანხმებელი პროცედურებისა და მორიგების უშედეგო მცდელობის შემდგომ, 2018 წლის 18 სექტემბერს საზოგადოებივი მაუწყებლის  თანამშრომლებმა მიიღეს  ბრძანება  განთავისუფლების თაობაზე.
უკანონოდ განთავისუფლებული პირების უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართეს სასამართლოს დასაქმებულთა შრომითი უფლებების აღდგენის მოთხოვნით. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული 20 მუშაკის ინტერესებს წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები