კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღეს ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა გაიმართება

12 მარტი, 2019
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება  ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა. სასამართლო პროცესი 12 მარტს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება, პროცესებს დაესწრება მისი ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი. 

2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, მყისიერად გააქტიურდა საქართველოს მთავარი პროკურატურა და ლაშა თორდიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ერთ დღეში ბრალი წარუდგინა ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ლაშა თორდია ცნო დაზარალებულად, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით. ამავე დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის აუხსნელი და გაუგებარია პროკურატურის ასეთი ჰიპერაქტიურობა და განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული ყველა ღონისძიების თაობაზე, ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაციისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ტელევიზიიდან გახდა ცნობილი.

საქართველოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი სსსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (ცემა), გადაკვალიფიცირებულიყო ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე). პროკურატურამ არც ის ფაქტორი გაითვალისწინა, რომ საქმეში, ერთი და იმავე ქმედებისთვის, ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი, რის გათვალისწინებითაც საქმეს უნდა მისცემოდა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები