21:25, Tuesday, 25.06.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარმენტი ხორავას ქუჩის მოვლენებზე, უფლებადამცველის მკვლელობასა და ადვოკატის ცემის შესახებ

15.03.2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების, უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობისა და პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის საქმეები. ამ საქმეების წარმოებისას საქართველოს საგამოძიებო ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში დაზარალებულთა ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 
 
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 13 მარტს გამოქვეყნდა. დოკუმენტში, რომელიც ყოველწლიურად მზადდება, ასახულია  სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა და არსებული გარემო, შეფასებულია  მნიშვნელოვანი გამოწვევები, სხვადასხვა მიმართულებით. 

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არ ყოფილა უზრუნველყოფილი ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება და დღემდე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი. ანგარიშის თანახმად, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია ხელმძღვანელობდა, დანაშაულის გამოძიება პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ინტერესების დაცვით წარიმართა. ანგარიშში ნათქვამია, რომ  დროებითმა კომისიამ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გულგრილობაში ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. 

ანაგრიშში ასახულია პირის დაკავებისას არსებული პრაქტიკული ხარვეზები, რომელიც მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ცენტრი მუშაობდა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2018 წელს დადგა სამართლებრივი შედეგი და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წელს ჩადენილ ძალადობრივ ქმედებაზე დამნაშავედ ცნო ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი, ლაშა კვირკვაია და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  

ანგარიშში აისახა ნეო-ნაცისტური ჯგუფის წევრების მიერ მოკლული უმცირესობათა უფლებადამცველის ვიტალი საფაროვის საქმე და ნათქვამია, რომ პროკურატურამ დანაშაულზე კვალიფიკაცია მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს პროკურატურას შეეცვალა კვალიფიკაცია რადგან სახეზე იყო სიძულვილის მოტივით ჩადენილი მკვლელობა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იზიარებს ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ პათოსს მთელ რიგ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებს. მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარმამენტი ეხება სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას. ანგარიშში ნახსენებია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება, როგორც პოლიტიკურ ზეწოლის გამოვლინება, კლანური მმართველობის არსებობა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა, რასაც უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

ადამიანის უფლებათა საკითხებში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს  ადამიანების უსაფრთხოების საკითხი. საგანგაშოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მოქალაქეების უკანონო დაკავება და სიცოცხლის მოსპობა; მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლით, კონსტიტუციით იკრძალება  წამება და სხვა სახის სასტიკ არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელის გამოყენება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი ჰქონდა ასეთ ფაქტებს, ასევე-საკუთრების უფლების შელახვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC