კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა მოხდა ხურვალეთში

18 მარტი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 მარტს, ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი საოკუპაციო ჯარის ათამდე შეიარაღებული პირის გადმოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლუდა სალიამ, განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოითხოვა.

,,SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან, მოსახლეობის ეზოებში”, - ლუდა სალიას მიერ ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ხურვალეთში სიტუაციის გასარკვევად ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჩავიდნენ, თუმცა სოფლის შესასვლელი სამართალდამცველებმა მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს. ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ.

ხურვალეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები თავიდან დუმდნენ, შემდეგ კი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ.

გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 3 ნიღბიანი, შეიარაღებული პირი გადმოვიდა. მერი ამბობს, რომ რუს ოკუპანტებს ხშირად ეშლებათ ოკუპირებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაკეთებული პოსტიდან 10 მეტრით არიან გადმოსულები, მოქალაქის ნაკვეთში დგანან. 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირია. ჩვენი პოლიცია ადგილზეა მობილიზებული. ჯერჯერობით სიწყნარეა”, – განაცხდა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსი სამხედროების მობილიზება საოკუპაციო ხაზის მიღმა შეინიშნებოდა.

 საპირისპირო იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გადმოუკვეთავთ.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების პარალელურად, სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, პოლიციის ბლოკ-პოსტთან, მოქალაქეების რიცხვი იმატებდა, სამართალდამცველები მათ სოფელში შესვლის საშუალებას კვლავ არ აძლევდნენ. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, შსს-ს პრესსამსახურმა ხურვალეთში გადაღებული 11 წამიანი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს რუსი სამხედროების მიერ აგებული კოშკურა მავთულხლართები. კადრების მიხედვით ხურვალეთში სიმშვიდეა. რამდენიმე საათიანი ბლოკადის შემდეგ სამართალდამცველებმა სოფელ ხურვალეთში მედიასაშუალების წარმომადგენლები შეუშვეს. ჟურნალიტებს ხურვალეთში სტაბილური სიტუაცია დახვდათ. ადგილობრივების ნაწილი მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ საოკუპაციო ხაზის აქეთ გადმოსული რუსი სამხედროები არ დაუნახავთ.

ლუდა სალია კი ირწმუნება, რომ რუსი სამხედროებს ნიღბები ეკეთათ და მავთულხლართების აქეთ ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთში ჭადრაკის პრინციპით იყვნენ განლაგებული. ამის დასტურად ლუდა სალიამ მის მიერ გადაღებული ფოტო აჩვენა მედიის წარმომადგენლებს.

,,მავთულხლართების აქეთ იდგა 7-8 ნიღბიანი რუსი ჯარისკაცი, ჭადრაკულად იყვნენ განლაგებული, ადგილიდან არ იძროდნენ. ჩვენმა პოლიციამ მომკიდა ხელი და წამომიყვანა", -ასე იხსენებს 15 მარტის მოვლენებს ლუდა სალია.

15 მარტს ხურვალეთში იმყოფებოდა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მისი განცხადებით, სოფელში სიტუაცია სტაბილურია. ,,ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, პრევენციის მიზნით ვმართავთ კონსულტაციებს და სწორედ ამავე მიზნით ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები“, -განაცხდა ანთაძემ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ბორდერიზაციის ახალი ნიშნები ხურვალეთში არ შეიმჩნევა.

ახალი ამბები