კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'აგარის შაქრის' ქარხნის 432 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა

22 მარტი, 2019
  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,აგარის შაქარის“ წარმოების კიდევ ერთხელ შეჩერების მიზეზი ის გახდა, რომ აგარის ,,შაქრის ქარხანას"  წარმოება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და  ამასთან, ქართული პროდუქცია  იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. 

„აგარის შაქრის“  432 თანამშრომელი გაურკვეველი ვადით დაითხოვეს სამსახურიდან. ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის განცხადებით ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

,,კონკურენციას ვერ ვუწევთ საზღვარგარეთიდან შემოსულ შაქარს, ადგილზე წარმოება უფრო ძვირი გვიჯდებოდა და ამის გათვალისწინებით, ინვესტორმა, ქარხნის მფლობელმა გადაწყვეტილება მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ. 432 თანამშრომელი გაურკვეველი ვადით გაგვათავისუფლეს. ოთხთვიანი კომპენსაცია მოგვცეს და ამ ოთხი თვის განმავლობაში ჩვენც დაველოდებით, იქნებ აღდგეს წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავთ, რომ აქციები განვაახლოთ", - აცხადებს აგარის შაქრის ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი, გიორგი ცისკაძე.

შეგახსენებთ, რომ აგარაში, შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. ბოლოს  - გასული წლის თებერვალში.  ქარხნის წარმოების შეჩერებას დასაქმებულების პერმანენტული აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც ქარხანამ მუშაობა აღადგინა, თუმცა “აგარის შაქრის” გენერალურმა დირექტორმა, ალხან ალიზადემ, ერთი წლის შემდეგ კვლავ წარმოების გაჩერებისა და თანამშრომლების უვადოდ დათხოვნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ახალი ამბები