კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესების დარღვევის გამო იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება

27 მარტი, 2019
28 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება. ადამიანის უფლებათა ცენტრი იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის  მიწოდების წესის დარღვევის გამო ედავება.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ორჯერ მიმართა, მაგრამ სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, დიმიტრი ნოზაძემ იუსტიციის სამინისტროდან 2018 წლის 1 ნოემბერს გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი მსჯავრდებულია საქართველოში 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით. იურისტი ასევე მოითხოვდა ინფორმაციას, თუ რამდენი მსჯავრდებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2018 წლის 17 დეკემბერს განმეორებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა მოეწოდებინათ მონაცემები ამავე წლის 1 ნოემბერს გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს იუსტიციის სამინსტროს ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დღემდე არ მოუწოდებია მოთხოვნილი ინფორმაცია. 

სამინისტრო არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლს, რომელიც საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, დაინტერესებულ პირზე, 10 დღის ვადაში გასცეს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის 30 იანვარს  სარჩელით მიმართა  თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რათა სასამართლომ დაავალოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის მოწოდება.
                                                                                                     
 ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები