კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

29 მარტი, 2019
                                                            ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 20 წლის მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 27 მარტს,  25 მარტს ნაფიციმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოაცხადა. 12-მა ნაფიცმსაჯულმა კობაური ერთხმად დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს, ამ ბრალდებაში ნაფიცმსაჯულებმა კობაური გაამართლეს. 

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა. ნაფიცმსაჯულთა გადაწყვეტილების შედეგად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ მალხაზ კობაურის ადვოკატები.

„ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ და მხოლოდ ვერსიის დონეზე გამყარებული. ბრალდებას ანუ პროკურატურას 12 ტომი ჰქონდა მოპოვებული მტკიცებულებების და აქედან ერთიც არ გამოუკვლევია, აქედან ნახევარი ტომის მეშვეობით მოხდა კობაურის პასუხისგებაში მიცემა. ჩვენი შეფასებით, ეს არ არის კანონიერი. საქმიდან გამომდინარე,როცა ჩვენ ვსაუბრობთ რომ ვერდიქტი უკანონოა, შესაბამისად, სასჯელიც უკანონო იქნება. ვაპირებთ, ეს გავასაჩივროთ სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლიდან გამომდინარე, ანუ ვერდიქტი საპროცესო კუთხით, რადგან უამრავი დარღვევა იყო“, - განაცხადა კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ. 

პროკურორის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ერთადერთი და სამართლიანი გადწყვეტილება იყო სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა.   

,,სახეზე გვაქვს უმძიმესი დანაშაული. მოკლულია ოჯახის სამი წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.  დანაშაულის მოტივი არის ყოვლად შეუწყნარებელი და გაუგონარი. გარდა აღნიშნულისა, ხაზი გაესვა, რომ ბრალდებულმა არათუ აღიარა და მოინანია დანაშაული, არამედ იგი ბოლო წუთამდე ცდილობდა სასამართლოს და ნაფიცმსაჯულების შეცდომაში შეყვანას. მისი ერთადერთი მიზანი იყო პასუხიმგებლობისგან და სასჯელისგან თავის დაღწევა. აქედან გამომდინარე ერთადერთი ადეკვატური სასჯელი იყო უვადო პატიმრობა და ბუნებრივია სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და სასამართლომ თავადაც იმსჯელა და დაასაბუთა, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთადერთი სამართლიანი სასჯელი ეს არის უვადო თავისუფლების აღკვეთა" , - განაცხდა პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა.

შეგახსენებთ, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადას ხეობაში 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს. მალევე პოლიციამ  19 წლის მალხაზ კობაური დააკავა. კობაური თავდაპირველ ჩვენებაში დანაშაულს აღიარებდა, თუმცა, მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულს არ აღიარებს. კობაურის წინააღმდეგ მეტყველებს რიგი მტკიცებულები, რომლის საფუძველზეც მას უვადო პატიმრობა მიესაჯა.

ახალი ამბები