კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში პუტინის ფოტოები დაწვეს

23 აპრილი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,მეგობრობა და სამართლიანობა” - ამ სახელწოდებით გორში ორგანიზაცია დაფუძნდა, რომლის მიზანია სახალხო დიპლომატიის გზით რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. ორგანიზაციის პრეზენტაცია  20 აპრილს გაიმართა, რომელსაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ხმაური კი რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქის, ვლადიმერ ხომერიკის გორში, ორგანიზაციის პრეზენტაციაზე  ჩამოსვლამ გამოწვია.  ხომერიკი პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერების რიცხვშია, რის გამოც მას აქციით დახვდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და  დარბაზში მოღალატის შეძახილებით შეაცილეს.

,,ვაპროტესტებთ მოღალატე ვლადიმერ ხომერიკის რუსეთის მიერ დაბომბილ ქალაქში ჩამოსვლას და რუსულ პროპაგანდას", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
 აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ, სადაც ეწერა, რომ "სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა", "STOP RUSSIA"," რუსეთი კლავს", ასევე ჰქონდათ  ვლადიმერ პუტინის სურათები, რომელიც პროტესტის ნიშნად დაწვეს.

ვლადიმერ ხომერიკი ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც საქართველოა, ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ხომერიკი პასუხობს:
,,ოკუპანტები აქ არიან, მეტი აღარ დამისვათ ეს შეკითხვა", - თქვა ხომერიკმა და დარბაზში შევიდა, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს კვლავ პრორუსული და ანტიდასავლური აქცენტები გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთთან დაახლოება უნდა მოხდეს სახალხო დიპლომატიის გზით.

,,სახალხო დიპლომატიის გზით ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ რუსეთთან მეგობრობა, ამას ემსახურება ამ ორგანიზაციის დაფუძნებაც. რუსებიც გადახედავენ თვის მოქმედებას და გადახედავენ იმათ რა დააშავეს და ჩვენ რა დავაშავეთ. ჯერ კიდევ არის იმედი, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ჩვენ თუ არ გავაფუჭეთ კიდევ საქმე, როდესაც ქუჩებში ჩვენ ვაგინებთ რუსეთს, როდესაც ქართველი ახალგაზრდები უკანალს აჩვენებენ რუსეთს, ეს არის საქართველოს სირცხვილი. თუ ვაჟკაცი ხარ წადი და ეომე, უკანალს რას აჩვენებ? მე ძალიან გახარებული ვარ, რომ გორში ცხოვრობს ასეთი მშვენიერი ხალხი, რომელსაც ესმის ყველაფერი, რომელსაც უნდა კარგი ცხოვრება. რაც არ უნდა იყოს, რუსეთი არის ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელი, რუსეთი არის ის, ვის ხელშიც არის საქართველოს ბედი", - განცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.

მისი გამოსვლის შემდეგ საპროტესტო გამოსვლებმა დარბაზში გადაინაცვლა. ,,თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტი მიშო მთიულიშვილი შეხვედრის გასაპროტესტებლად მივიდა.

,,მართლა გული მტკივა, რომ სწორედ გორში  ხდება ეს ყველაფერი. 200 წელია ვერ გავიაზრეთ, ვინ არის ჩვენი მტერი. 11 წლის წინ, როდესაც 2008 წლის ომის დროს შიდა ქართლი და გორი იყო ომის ეპიცენტრში და ყოველივე ეს რუსეთმა ჩაიდინა. 200 წლის წინ, ვითომ მოძმე ერმა, ეკლესიები და ფრესკები დაგვირბია ეს არის მოძმეობა?",  - განაცხადა მთიულიშვილმა.

ორგანიზაციის პრეზენტაციაზე რუსეთის მიმართ ხოტბა კრიტიკამ შეცვლა. შეკრებილ აუდიტორიას სამოქალაქო აქტივისტმა, არინა თავაქარაშვილმა მიმართა და პრორუსული პოლიტიკის გასატარებლად შექმნილი ორგანიზაციის დაფუძნება და ხომერიკის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტა:
,,არ გაქვთ უფლება და არც მოგცემთ იმის უფლებას, რომ რუსული პოლიტიკა გაატაროთ ამ ქალაქში. თქვენ შეგიძლიათ ბომბებით, თქვენ შეგიძლიათ ტანკებით მოხვიდეთ მაგრამ საქართველოსადმი წრფელ სიყვარულს ვერ დავიჯერებთ და არც დაგანებებთ თქვენ ჩვენს ქვეყანას" , - აღნიშნა თავაქრაშვილმა.

შეხვედრა დამსწრეების ნაწილმა მალევე დატოვა. მათი თქმით, ისინი მოტყუებით მოიყვანეს შეხვედრაზე, კერძოდ კი, უთხრეს, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებაზე იქნებოდა საუბარი. ორგანიზაცია ,,მეგობრობა და სამართლიანობა"-ს თავმჯდომარე ზურაბ მეზვრიშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველა სათანადოდ იყო ინფორმირებული.

ახალი ამბები