კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკურად ოსი ქალბატონი ორმაგ მოქალაქეობას ითხოვს

30 აპრილი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ეთნიკურად ოსი ინგა ბეკოშვილი საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებას ითხოვს. როგორც ბეკოშვილი აღნიშნავს, მან ქალაქი გორი 32 წლის წინ სკოლის დამთავრების შემდეგ დატოვა და სასწავლებლად რუსეთში გადავიდა, თუმცა რამდენიმე თვეში მისი ოჯახი, 90-იან წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოვლენებისას, იძულებული გახდა, რომ გორში ბინა გაეყიდათ და საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში გადასულიყვნენ. 

ინგა ბეკოშვილი ამჟამად რუსეთის მოქალაქეა და ის წლებია ბიზნესით არის დაკავებული. ბეკოშვილი საქართველოში დაბრუნებას და ბინეს საქმიანობის დაწყებას გეგმავს.
​ ,,იმის მიუხედავად, რომ ამ 32 წლის მანძილზე რუსეთში წარმატებული კარიერა მაქვს, ​ საქართველო არის ჩემი სამშობლო, ქართული არის ჩემი მშობლიური ენა და ნოსტალგიური დამოკიდებულება მქონდა. ყოველთვის მინდოდა დაბრუნება, 50 წლის გავხდი და უკვე დრო იყო რომ ეს ჩემი დიდი ოცნება ამესრულებინა. ამ 32 წლის მანძილზე საქართველოში პირველად თებერვალში ვიყავი ჩამოსული და შევაგროვე ყველა საჭირო დოკუმენტი. მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელი ტესტირებაც წარმატებით გავიარე და უკვე ველოდები პასუხს”, - განაცხადა ინგა ბეკოშვილმა.

2018 წელს საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეობის შესახებ კანონში” რამდენიმე ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ორმაგი მოქალაქეობის მიღების პირობები. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შექმნილი კომისია მსჯელობს. გასული წლების გამოცდილებით კომისიამ მიმართულ განცხადებებზე უმეტეს შემთხვევაში დადებითი რეკომენდაცია გასცა: საქართველოში დაბადებულ პირებზე, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებზე.

ახალი ამბები