კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი ოჯახის იმედად დარჩენილი სოფელი

21 მაისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, დღემდე ეტყობა უახლეს ისტორიაში მომხდარი 2008 წლის ომის  კვალი. სოფელში ეთნიკურად ოსები ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებების შედეგად ყობში ყველა სახლი გადაწვეს.  საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ 30 ოჯახიდან რამდენიმემ შეძლო უკან დაბრუნება, თუმცა შექმნილ მძიმე მდგომარეობას ვერ გაუძლეს და სოფელი დატოვეს. ყობში მუდმივად მცხოვრები ერთი ოჯახი დარჩა. 
გენო ბოსიკოვი სოფელ ყობში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. უკვე რამდენიმე წელია, რაც მძიმე პირობების მიუხედავად, სოფელს არ ტოვებენ და ცხოვრებას აგრძელებენ. სოფელ ყობში მისავლელი გზა ამორტიზირებულია, 2001 წლიდან -დღემდე არცერთი დღით არ ჰქონიათ ელექტროენერგია. სასმელი წყლის მოტანა  გორაზე მდებარე ჭაბურღილიდან უწევთ. როგორც გენადი ბოსიკოვი ამბობს ზამთარში სოფელი სრულად მოწყვეტილია გარესამყაროს. ერთადერთი რაც ხელისუფლებამ ბოლო წლებში მოაგვარა, ისაა, რომ სოფელში  ბუნებრივი აირი შეიყვანეს.
,,პირობები არ არის, იყვნენ ჩამოსული ჩემი მეზობლები, მაგრამ ვერ გაძლეს და წავიდნენ. წყალი არ არის, შუქი არ არის და ვერ გაჩერდნენ. ხელისუფლების მხრიდან ყურდღება ნაკლებია. ერთადერთი პოლიცია ამოდის, საოკუპაციო ხაზთან მოდიან და მიდიან", - ამბობს გენო ბოსიკოვი.  
სოფელი ყობი წაღვლის თემში შედის, მიუხედავად იმისა, რომ თემის ყველა სოფელი მაღალმთიანი სოფლის სტატუსით და შეღავათებით სარგებლობს, მიგრაციას ეს მაინც ვერ აჩერებს, რაც დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც აისახება. წაღვლის ამბულატორიის თანამშრომლების თქმით, რომლებიც მთლიან თემის სოფლებს ემსახურებიან, 2018 წელს მთელ თემში მხოლოდ 12 ბავშვი დაიბადა. 2019 წელს კი საერთოდ არ დაბადებულა ბავშვი.​ თემში კი რვა სოფელი შედის: წაღვლი, კლდის წყარო, წეღვერი, ზედა ბროლოსანი, ქვედა ბროლოსანი,  პიტნის წყარო, მურყნის წყარო, ჩორჩანა ​და ყობი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი წაღვლის თემში შემავალი რვა სოფლიდან ოთხის მდგომარებას ადგილზე გაეცნო. პირველი გაჩერება სოფელი წაღვლი იყო. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ადამიანის  უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს  დაკეტილი სახლები აჩვენა, ამით მან ხაზი გაუსვა მიგრაციის მაღალ მაჩვენებელს.
 წაღვლის ამბულატორიის თანამშრომლებს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ რვა სოფელის მცხოვრებლებს ემსახურებიან, ავარიულ შენობაში უხდებათ ყოფნა. კედლები დაბზარულია, უამინდობის დროს შენობაში წყალი ჩამოდის. არ აქვთ შესაბამისი პირობები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სრულფასოვნად გაუწიონ პაციენტებს. ამბულატორიის თანამშრომლების მსგავასად არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და მის   მოგვარებას ითხოვენ წაღვლში მცხოვრებლები.
წყალი გრაფიკით მოგვეწოდება და ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით გვაწუხებს ეს პრობლემა. ასევე ვითხოვთ,  სოფელში ნაგვის ურნების დადგმას, სოფლის მოსახლეობა ერთ ადგილას ვაგროვებთ ნაგავს. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ გააქვთ ნაგავი, აღნიშნული ტერიტორია მაინც ანტისანიტარიის კერაა და სერიოზულ პრობლემებს ქმნის",  -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოფლამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, სოფელში კი ბეტონის საფარია დაგებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიკრო-ავტოუბუსი, რომელიც ხაშური-წაღვლის მიმართულებით დღეში ორჯერ მოძრაობს, სოფლის შესასვლელში ჩერდება, რის გამოც ადგილობრივებს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ სახლებამდე.
წაღვლიდან- სოფელ ჩორჩანამდე კლდისწყარო უნდა გაიარო, ადგილობრივები მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ და ხელისუფლებას ყურადღებას სთხოვენ, რომ სოფელი ნასოფლარს არ დაემსგავსოს. სოფელში კვირაში ერთხელ მიდის ხაშური-კლდისწყაროს ავტობუსი. 
,,ცუდი გზისა და მანძილის გამო, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოც ვერ ახერხებს ამოსვლას, ან დაგვიანებით მოდის.  სოფელში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ავადმყოფი გარდაიცვალა იმის გამო, რომ სასწრაფო დროულად ვერ მოვიდა",-  ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოფელ კლდისწყაროში  მხოლოდ ჭები აქვთ ოჯახებში. სოფელს არ აქვს ბაღი და ამბულატორია, რის გამოც წაღვლში უწევთ ექიმთან სიარული, მათ შორის -  ბავშვების ასაცრელად. 
 სოფელ ჩორჩანაშიც ადგილობრივები იმავე პრობლემებზე საუბრობენ, რაზეც -  მეზობელ სოფლებში: ავარიული გზები, წყლის პრობლემა, უმუშევრობა, მაღალი მიგრაცია. ამას თან საოკუპაციო ხაზის განსაკუთრებით სიახლოვეც ემატება. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს მარმარილოსა და ე.წ. „ტალკის“ (პუდრის) საბადოები, რომლებზეც ყველანაირი მუშაობა შეწყვეტილია. ჩორჩანელები ამბობენ, რომ თუ საბადოებზე სამუშაოების განახლება მოხდება, ეს ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას და მიგრაციის პროცესიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

ახალი ამბები