კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განახლდა კამპანია 'იცურე მშვიდად!'

21 მაისი, 2019
 
ზაფხულის სეზონზე განახლდა კამპანია „იცურე მშვიდად!“ რომელიც გასულ წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. 

კამპანიას კვლავ უჭერს მხარს ღია საზოგადოების ფონდი პროექტით -„ წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენციის ხელშეწყობა - ადვოკატირება, მონიტორინგი და ცნობიერების ამაღლება“, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი განახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

კამპანია „იცურე მშვიდად“ აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: წინასწარი შეტყობინების სისტემების გაუმჯობესების მოდელების შემუშავება და პილოტირება, დანერგვის მიზნით; შეხვედრები მოსწავლეებთან სკოლებსა და საზაფხულო ბანაკებში; აქციები განსაკუთრებით საშიშ ადგილებთან თბილისსა და რეგიონებში; დიალოგის განვითარება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან (ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული ფორუმის წევრი ორგანიზაციები); სტუდია „მონიტორი“ მოამზადებს საგამოძიებო ფილმს, რომელშიც ასახული იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზები; ამავე თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაკა ნუცუბიძე გააგრძელებს კვლევას და მოამზადებს პოლიტიკის დოკუმენტს.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და  მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. 

28 მაისს, 12:00 საათზე, კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები აქციას გამართავენ თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე - ე. წ. ჩანჩქერთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილია საქართველოში.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

საკონტაქტო პირი : ლანა გიორგიძე, მობილური - 598 467070.

ახალი ამბები