კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერგნეთის შეხვედრა ურთიერთბრალდებების ფონზე

24 მაისი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

16 მაისს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში გამართული რიგით 93-ე შეხვედრა ურთიერთბრალდებების ფონზე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზნაურთან ქართველმა სამართალდამცავებმა და „ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტებმა“ ე.წ. „საზღვარი“ დაარღვიეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამ ბრალდებებს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ რუსული ავიაციის მხრიდან მოხდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოფრენა.

,,გაუგებარია, რომელ საჰაერო სივრცეზეა საუბარი, ან ვისი საჰაერო სივრცის დარღვევაზეა საუბარი. საოკუპაციო ხაზი არის პირობითი ცნება, რადგან ამ ვირტუალური ხაზის ორივე ნაწილი არის საქართველოს ტერიტორია და შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ქმედება ატარებს უკიდურეს ნეგატიურ ხასიათს და უაღრესად სახიფათოა ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოსთვის. რაც შეეხება ქართველი პოლიციელების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ქართული პოლიცია ოპერირებს და მისი ამოცანა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება და ადგილზე მართლწესრიგის დაცვაა. ნებისმიერი ბრალდება, რომელიც არ იქნება გამყარებული არგუმენტებით, უსაფუძვლოა", - აცახდებს ირაკლი ანთაძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან მომხდარ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სასტიკად მოკლულ არჩილ ტატუნაშვილისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეებზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობისგან კვლავ მოითხოვეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გადმოცემა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა.


ახალი ამბები