კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენერალურ პროკურატურას მოქალაქის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დაეკისრა

24 მაისი, 2019
 
                          
(ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმე)

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოქალაქე ო. ც.-ს სასარგებლოდ,  18 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ო. ც. 2015 წელს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც პირველმა ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ, ო. ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. 

2017 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ო. ც. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
2019 წლის მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ო. ც.-ს სასარგებლოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სოლიდური თანხის - 18 000 ლარის გადახდა დააკისრა. ო.ც.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავდა. 
                                                                                                  

    ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები