კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ევროპის დღეები 2019' დასრულდა

27 მაისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ევროპის დღეები 2019"-ის დახურვის ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე არტ-ვილა გარიყულაში გაიმართა. ღონისძიებას შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპლაიტეტში მცხოვრები უფროსკლასელები და სტუდენტები ესწრებოდნენ.  ევროპის დღეების დასკვნით ღონისძიებაზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებთან გამართა დისკუსია თემაზე - „რა ნიშნავს ევროპა საქართველოსთვის და ევროპისთვის რა ნიშნავს საქართველო“.

,,საუბარი გვქონდა, თუ რამდენად გადაჯაჭვულია ჩვენი იდენტობა ევროპულ იდენტობასთან და რაც გამოხატულია ჩვენს ისტორიაში. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირზე, ევროპულ ღირებულებებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განათლების მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, რომ საინტერესო დისკუსია გამოვიდა",  - ამბობს კეკელიძე.

შიდა ქართლში მხარის რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ევროპის დღეების დახურვის ღონისძიების გამართვას შიდა ქართლის რეგიონში, მცოცავი ოკუპაციიდან გამომდინარე სიმბოლური დატვირთვა აქვს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დღეების დახურვის ღონისძიება შიდა ქართლის რეგიონში გაიმართა და ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რეგიონები ოკუპირებულია და ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ ევროპას, ევროპულ ღირებულებებს", - განცხადა ხოჯევანიშვილმა.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

,,დღეს საუბარი გვქონდა საქართველოს ევროპულ გზაზე და ევროპულ განვითარებაზე, ისტორიულ მიმოხილვასთან ერთად ასევე ვისაუბრეთ, თუ რა ურთიერთობები აქვს დღეს საქართველოსა და ევროკავშირს და რა საერთო ღირებულებებსა და ფუნდამენტზეა დაშენებული ეს ურთიერთობები”, - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

,,ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში საქართველოში 80-მდე ღონისძიება გაიმართა, რომელიც კასპის  მუნიციპალიტეტში პოსტერების კონკურსის -„საქართველოს ევროპული გზა“ - გამარჯვებულის დაჯილდოებით დასრულდა. 

ახალი ამბები