კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს აფასებს

27 მაისი, 2019
 
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. გადამწყვეტი სიტყვა დღეს სააპელაციო სასამართლომ უნდა თქვას, ვინაიდან სწორედ სასამართლოს შეუძლია, აიძულოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პროკურატურა, გადადგან ქმედითი ნაბიძჯები და აღასრულონ სამართალი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ, რომელიც გამოძიების დაწყებიდან იცავს დაზარალებულ ზაზა სარალიძის ინტერესებს, მოამზადა დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებების ანალიზი. აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებას საქმეზე აწვდის ინფორმაციას, რათა ყველასთვის ნათელი იყოს შსს-სა და პროკურატურის დამოკიდებულება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მიმართ.

საზოგადოება 2017 წლის 1 დეკემბრიდან აქტიურად ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. ამ შემთხვევის შემდეგ  განვითარებული მოვლენების შედეგად გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, საქართველს სახალხო დამცველმა მიიღო რეკომენდაციები, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა მოვლენებს. მიუხედავად აღნიშნულისა,  დღეს კიდევ უფრო მეტი კითხვა და ბუნდოვანებაა საქმის ირგვლივ, რაც შესაბამისად, ასახვას პოულობს საზოგადოების დამოკიდებულებაში ხელისუფლების ორგანოების მიმართ.

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის  საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, გაიტანოს პირვანდელი ბრალდება  სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე (გამოყოფილი საქმე ეხება შეუტყობინებლობისა და მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტს).


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები